logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ამ წელს, ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდა
- +

30 დეკემბერი. 2020. 00:29

 

„ჩვენ ეს წელი ჯარისკაცზე ზრუნვის წლად გამოვაცხადეთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მისი თქმით,  განსაკუთრებული აქცენტი ჯარისკაცების სოციალურ პირობებზე, ინფრასტრუქტურაზე, მათ კეთილდღეობაზე, კვებაზე, პირად აღჭურვილობაზე გაკეთდა.

 

„ჩვენი გაცხადებული მიზანია, თავდაცვის ძალები გახდეს მაქსიმალურად თავსებადი NATO-სთან. შესაბამისად, ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, ჩვენი ჯარი გაძლიერდეს და მეორე - გახდეს, რაც შეძლება, მოკლე დროში, NATO-სთან თავსებადი. ჩვენს პროგრესს ყველა აღნიშნავს. მათ შორის, ჩვენი პარტნიორები. ამ ერთი წლის განმავლობაში, საკმაოდ დიდი ნახტომი გავაკეთეთ ყველა მიმართულებით. ამ წელს ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდა. განვითარება უფრო მდგრადი და სტაბილური გახდა. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ისეთი სტანდარტები შემოვიღე, რომ ამ სტანდარტების გაუარესება ყველას გაუჭირდება და ყველა პოლიტიკური ლიდერი იქნება ვალდებული და იძულებული, რომ მინიმუმ ეს სტანდარტი შეინარჩუნოს. ჩვენი ჯარისკაცები ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ. ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრობის დროს, როცა ხელისუფლებაში მოვედით, მისი გადაწყვეტილება იყო, რომ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, გადასცემოდათ 100 000 ლარი და ყოველთვიურად, 1000 ლარი დაენიშნათ. იქამდე, მათ არავითარი დახმარება არ ჰქონდათ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner