logo_geo
eng_logo
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“: 2020 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მსოფლიოში 50 ჟურნალისტი მოკლეს
- +

30 დეკემბერი. 2020. 01:32

 

 

„2020 წელს მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 50 ჟურნალისტი მოკლეს“, - წერია საერთაშორისო ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გამოქვეყნებულ ანგარიშში.

 

ანგარიშის თანახმად, იზრდება ჟურნალისტების მკვლელობების რიცხვი მშვიდობიან ქვეყნებში. კერძოდ, თუ 2016 წელს ჟურნალისტების გარდაცვალების შემთხვევების 58% ომით მოცულ ქვეყნებსა და კონფლიქტის ზონებზე მოდიოდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 32%-მდეა შემცირებული.

 

ყველაზე მეტი ჟურნალისტი 2020 წელს მექსიკაში მოკლეს, ამ ქვეყანაში გასული ერთი წლის განმავლობაში რვა რეპორტიორი გარდაიცვალა, ოთხი – ინდოეთში, სამი – ფილიპინებში და სამი ჰონდურასში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner