logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში აქვთ რაღაცა შიშები, დიდი შანსია, რომ ეს იყოს კომპრომატები, ერთობლივი კორუფციული სქემები
- +

30 დეკემბერი. 2020. 01:54

 

 

"ჩანს, რომ ვიღაცებს აქვს რაღაც ვალდებულებები "ნაცმოძრაობასთან", "ევროპულ საქართველოსთან", ან ვიღაცას აქვს რაღაცა შიშები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„არის შემთხვევები, როდესაც აბსოლუტურად აუხსნელია კონკრეტული პარტიის ქცევა, ან არის ძველი მეთოდები: კომპრომატები, ერთობლივი კორუფციული სქემები და ა,შ. დიდი შანსია, რომ ეს იყოს მიზეზი, როდესაც ლოგიკურად ვერ ხსნი ქცევას, უნდა პარლამენტში შესვლა და ვერ შედის, უნდა რაღაცაზე ხელმოწერა და ვერ აწერს. მე ვარაუდების დონეზე ვსაუბრობ, ეს ბრალდება არაა, სახელს არ გეუბნებით," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში".

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner