logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: გვინდა, ადგილზე მოვსინჯოთ ძალები სამხედრო დრონების საწარმოებლად
- +

30 დეკემბერი. 2020. 01:54

 

 

„გვინდა, ადგილზე მოვსინჯოთ ძალები დრონების საწარმოებლად, ვინაიდან ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს“, -ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყანა ფლობდა და ჯერ კიდევ ფლობს ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ქარხანას. მსოფლიოში სულ 20-მდე ქვეყანა აწარმოებს თვითმფრინავებს. წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ერთ დროს იყო თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. ასეთი პოტენციალის მქონე ქვეყანა და ქარხანა, რომელიც „დელტას“ მენეჯმენტის ქვეშაა, „თბილავიამშენი“, ამის არგამოყენება დანაშაულია. სწორედ ამ ბაზაზე და იმ ადამიანებზე დაყრდნობით, რომლებიც იქ მუშაობენ, ესაა ოქროს ფონდი, შეიძლება დრონების წარმოება. ამ ყველაფრისთვის, ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ერთობლივი საწარმო. ჩვენ უკვე გავაფორმეთ მემორანდუმი საავიაციო ინსტიტუტთან და გვინდა, რომ ახალგაზრდები მოვიზიდოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner