logo_geo
eng_logo
„რა დონის არაადამიანი, უტიფარი და თავხედი უნდა იყო, ეს რომ სულხან მოლაშვილზე განაცხადო“
- +

5 ივლისი. 2016. 14:10


„სულხან მოლაშვილი არის ტიპიური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, პირადი ანგარიშსწორების გამო შეეწიროს ადამიანის სიცოცხლე ტოტალიტარ მანიაკ მმართველს", - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ქარცივაძე  წერს.


„რა დონის არაადამიანი, უტიფარი და თავხედი უნდა იყო, ეს რომ განაცხადო! სულხან მოლაშვილი არის ტიპიური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, პირადი ანგარიშსწორების გამო შეეწიროს ადამიანის სიცოცხლე ტოტალიტარ მანიაკ მმართველს!

 

კანდელაკს ყოფნის თავხედობა და ამას აცხადებს მას შემდეგ, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განჩინების მიხედვით, სულხან მოლაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე, მეხუთე, მეექვსე და მეთოთხმეტე მუხლები. ამ მუხლებში საუბარია ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებზე, როგორიცაა თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, დისკრიმინაციისა და წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის დაუშვებლობა.

 

P.S. ვინც მაგათ ხმას მისცემთ, არანაირი სხვაობა არაა თქვენს, უტიფარ კანდელაკს და იმ დამნაშავეთა ჯგუფს შორის, ვის კისერზეც სულხან მოლაშვილის და ასობით სხვა უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი და წამებაა! - წერს ქარცივაძე.



გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ სულხან მოლაშვილი ციხეში არ უწამებიათ:

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner