-
+
30 დეკემბერი. 2020. 02:41
ხორვატიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.
6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. დანგრეულია საცხოვრებელი შენობები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩასართავად გაგზავნილია სამხედრო დანაყოფები.