logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და გიგა ბოკერიას პარტია ერთი ორგანიზმია, ორი ბოროტი თავით
- +

30 დეკემბერი. 2020. 02:59

 

 

„ამ ადამიანს აქვს ფული, არის მოძალადე, აქვს კომპრომატები თავისი გუნდის წევრების და არამარტო მათ წინააღმდეგ. შესაბამისად, მისი ინსტრუქციებით მოქმედებს ყველა ოპოზიციონერი, რამდენიმეს თუ არ ჩავთვლით. კარგია, რომ მათი გამოფხიზლების კონტურები გამოიკვეთა და მიხვდნენ, რომ ესაა სააკაშვილის თამაში“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ეს მტერი, ეს ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. მის ამ უსუსურ მცდელობაზე, ჩვენი პასუხი იყო ასეთი: მეგობრებო, თუ რაიმე კითხვა გაქვთ, ნებისმიერ უბანს გაგიხსნით. ყველა ჩვენს კონსტრუქციულ, ჯანსაღ შეთავაზებაზე მივიღეთ უარი - ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტის გარეშე.

 

მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვილოცა არჩევნები, აღიარა და დღემდე, მათ მოუწოდებს ყველა, რომ პარლამენტში შევიდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ და გიგა ბოკერიას პარტია ერთი ორგანიზმია, მათ, უბრალოდ, ფრონტი ჰქონდათ გაშლილი. ეს ერთი ორგანიზმია, ორი ბოროტი თავით. ესაა უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც არ განხორციელდა. სააკაშვილს სჯეროდა, რომ მას ბოლო შანსი ჰქონდა, ამაში აჯერებდა ამომრჩევლებს. არაფერი არ გამოვიდა. სააკაშვილი ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვეღარასდროს დაბრუნდება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner