logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი:„ნაციონალები“ რასაც ამბობენ, არის ავადმყოფური ბოდვა...
- +

5 ივლისი. 2016. 14:11


ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში  სულხან მოლაშვილის წამებასთან დაკავშირებით საუბრობს. ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, რომ მოლაშვილმა დაზიანებები თავად მიიყენა, „ავადმყოფურ ბოდვას" უწოდებს.


„ნაციონალები" რასაც ამბობენ მოლაშვილის წამებასთან დაკავშირებით, ეს არის ავადმყოფური ბოდვა, რომელიც ექიმის ჩარევას საჭიროებს. დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი დაზიანებები ზურგზე და ქვედა კიდურებზე. ზურგზე აღენიშნებოდა მრავლობითი, მრგვალი ფორმის, ჩაღრმავებული დაზიანებები. სულხანმა თავად განმარტა, რომ ეს იყო სიგარეტით მიყენებული დაზიანებები, კვლევამაც დაადასტურა, რომ შესაძლოა, ეს მართლაც ყოფილიყო სიგარეტის ნამწვით მიყენებული. მაშინდელ გამოძიებას შეეძლო, ექსპერტიზა ჩაეტარებინა და დაედგინა, თვითდაზიანებების მოქმედების არეალში ზურგზე რამდენად შესაძლებელი იყო ასეთი დაზიანებების მიყენება. მათ ჩაატარეს სახელმწიფო ექსპერტიზა, რომელმაც ეს დაზიანებები დაადასტურა, თუმცა შემდეგ შეთხზეს ისტორია, თითქოს ეს დაზიანებები მოლაშვილმა თანასაკნელებს მიაყენებინა, ვინაიდან თავადვე მიხვდნენ, რომ ზურგის იმ მონაკვეთში თვითდაზიანებებს ვერაფრით ვერ მიიყენებდა. „ნაციონალები" მსგავსი აბსურდებით მაშინ თავს იცავდნენ, მაგრამ დღესაც რომ იმავეს იმეორებენ, ეს უკვე ბოდვის სფეროა",- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner