რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე რეგიონის მუნიციპალიტეტებში წინასაახალწლო სოციალურ კამპანიას აგრძელებს.
დეპუტატმა ამჯერად, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ წედისსა და სოფელ ონჭევში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი პირადად მიულოცა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სასურსათო ნობათი და პირველადი საჭიროების ნივთები გადასცა.
„მნიშვნელოვანია, თითოეულ ოჯახში ბედნიერება შევიტანოთ, ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუწოდოთ ჩვენი დახმარების ხელი.“-აცხადებს გოჩა ენუქიძე