„ჩავატარეთ გამოძიება და დავადგინეთ, რომ მოლაშვილი არავის უწამებია",- განუცხადა „პრაიმტაიმს"ყოფილმა პროკურორმა ვალერი გრიგალაშვილმა, სულხან მოლაშვილის წამების საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ჩავატარეთ გამოძიება და დავადგინეთ, რომ ეს ასე არ იყო. მოლაშვილი არავის უწამებია. ამ წუთშიც მიდის ხელახალი გამოძიება. სხვა არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. ერთ რამეს ვიტყვი - ვწუხვარ ამ ადამიანის გარდაცვალების გამო", - განაცხადა გრიგალაშვილმა.