logo_geo
eng_logo
ვალერი გრიგალაშვილის თქმით, სულხან მოლაშვილი არავის უწამებია...
- +

5 ივლისი. 2016. 14:12


„ჩავატარეთ გამოძიება და დავადგინეთ, რომ მოლაშვილი არავის უწამებია",- განუცხადა „პრაიმტაიმს"ყოფილმა პროკურორმა ვალერი გრიგალაშვილმა, სულხან მოლაშვილის წამების საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.


„ჩვენ ჩავატარეთ გამოძიება და დავადგინეთ, რომ ეს ასე არ იყო. მოლაშვილი არავის უწამებია. ამ წუთშიც მიდის ხელახალი გამოძიება. სხვა არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. ერთ რამეს ვიტყვი - ვწუხვარ ამ ადამიანის გარდაცვალების გამო", - განაცხადა გრიგალაშვილმა.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner