ბათუმს სექტემბრიდან ევროსტანდარტების შესაბამისი სარაგბო კომპლექსი ექნება.
ბუნებრივსაფარიანი ძირითადი მოედანი 2500 მაყურებელზეა გათვლილი, ბაზაზე არის ხელოვნურსაფარიანი მოედანიც,რომელიც ერთდროულად 500 მაყურებლის მიღებას შეძლებს.
სარაგბო კომპლექსი სრულად აღიჭურვება ფიტნეს ტექნიკით და ევროსტანდარტების შესაბამისი საშხაპე-გასახდელებით, სპორტსმენებს აქ ქვიშის მოედანზე ვარჯიშის საშუალებაც ექნებათ.
კომპლექსის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო, სამშენებლო სამუშაოებისთვის 8 მილიონი ლარი ფონდმა „ქართუმ" გამოყო.