სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თუ ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება, ის შეიძლება დახურულად წარიმართოს.
„თუ დაიწყება გამოძიება, ის შეიძლება დახურულად წარიმართოს და იქ გაიხსნება თემები - იყო თუ არა ჩატაევი აგენტი და თანამშრომლობდა თუ არა. ფაქტია, ეს ადამიანი ჩამოვიდა. ყველაფერი დევს, რომ იმწამსვე მას ბრალი შეეცვალა და გამოშვებულ იქნა.
ადამიანებმა აღიარეს, რომ მას არ ჰქონდა არანაირი ხელყუმბარა. სასამართლო თავისუფალია და გამოუშვა. ის ადამიანი წავიდა ევროპაში. მას ჰქონდა პოლიტიკური თავშესაფარი, როგორც მახსოვს, ავსტრიაში. წლების განმავლობაში არ ჩანდა და შემდეგ გამოჩნდა, უკვე სირიის ფაქტების შემდეგ დაიწყო მისი გვარის ხსენება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.