logo_geo
eng_logo
რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს
- +

30 დეკემბერი. 2020. 15:51

 

 

რაგბის კავშირს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ირაკლი აბუსერიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რაგბის კავშირში არჩევნების დასრულების შემდეგ განუცხადეს.

 

არჩევნებზე ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა აიღო, ხოლო 10 ხმა გოჩა სვანიძემ.

 

რაგბის კავშირში 43 ხმის უფლების მქონე დელეგატი გამოცხადდა და დღევანდელი არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვლება.

 

„გაიმარჯვა ერთიანობამ, გუნდურობამ, მორაგბეებმა და იმედი მაქვს, რომ სულისკვეთებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ყველასთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მზად ვარ ყველასთან თანამშრომლობისთვის. მხარი დამიჭირა არ დამიჭირა, ამ ნიშნით დაყოფა არ მოხდება, ეს გამორიცხულია, ყველასთან ვითანამშრომლებ. ერთიანობა თუ არ შევინარჩუნეთ და არ გავაგრძელეთ ერთად მუშაობა, რა თქმა უნდა ქართული რაგბი დაზარალდება და არა რომელიმე პერსონა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი აბუსერიძემ.

 

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე კლუბებმა სამი კანდიდატი წარადგინეს: ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე. დღევანდელ არჩევნებს კი მხოლოდ ორი წევრი, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე ესწრებიან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner