logo_geo
eng_logo
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა სოციალ-დემოკრატების ფრაქციის წევრი, რომლის წევრიცაა „ქართული ოცნება“
- +

5 ივლისი. 2016. 15:16


ეუთო- საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა სოციალ-დემოკრატების" ფრაქციის წევრი, რომლის წევრიც ასევე არის ქართული ოცნება".



ამ შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა. 



ასეთი ტიპის ორგანაზაციებში კანდიდატურის მხარდაჭერა ხდება არა ეროვნული ნიშნით, არამედ იდეოლოგიური და პარტიული აფილაციის მიხედვით და საუბარი იმაზე, რომ გიგი წერეთელი უკეთ მოახერხებდა საქართველოს ინტერესების დაცვას, სიცრუეა. გიგი წერეთელი მოახდენდა საკუთარი პარტიის ლობირებას. ამის მიხვედრა ძალიან ადვილია ნაციონალების" მოქმედების ლოგიკაზე დაკვირვებით.

 

 

მას შემდეგ, რაც საქართველოში ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველანაირი ლეგიტიმაცია დაკარგა, მათი სტრატეგიაა, საგარეო მხარდაჭერის მობილიზება უცხოელი ლობისტების და პარტნიორების მეშვეობით. ევროპის სახალხო პარტია განსაკუთრებით აქტიურობს ამ პროცესში, რომლის კანდიდატიც იყო გიგი წერეთელი ეუთო- საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე. ამ მიზნის მისაღწევად ნაციონალებს" რუსეთის დელეგაციის მხარდაჭერაზეც არ უთქვამთ უარი, რაც კარგად აჩენს მათი პოლიტიკის უპრინციპობას, ორმაგ სტანდარტსა და მანიპულაციურობას", - წერს „ფეისბუქში" სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან აბაშიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner