ქაშვეთის ტაძარში კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
პანაშვიდზე ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიბრძანდა.
პანაშვიდს ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერები დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე. პანაშვიდზე ასევე იმყოფებიან მინისტრები და საქართველოს პარლამენტის წევრები.
სულხან მოლაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი 46 წლის ასაკში 29 ივნისს გარდაიცვალა.