logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: იმედია, დაისჯება ყველა, ვინც ამ ადამიანის წინაშე ჩაიდინა უკანონობა
- +

5 ივლისი. 2016. 15:26


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ქაშუეთის ტაძარში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.


„ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა. პროკურატურა იძიებს ამ თემას და იმედია, დაისჯება ყველა, ვინც ამ ადამიანის წინაშე ჩაიდინა უკანონობა, ზეწოლა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორი დააკავეს სულხანი და როგორი გამოვიდა ციხიდან. მე მგონი, ეს პასუხია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს კითხვა, რა მოუვიდა, იყო თუ არა ძალადობა განხორციელებული ამ ადამიანის მიმართ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner