logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონმა „ბრექსითის“ შეთანხმებას ხელი მოაწერა
- +

30 დეკემბერი. 2020. 21:55

 

 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის „ბრექსითის“ შემდგომ პერიოდის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

 

მანამდე, შეთანხმებას მხარი 521-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 73 დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა.

 

„ამ შეთანხმების ხელმოწერით ბრიტანელი ხალხის სუვერენულ სურვილს ვასრულებთ, იცხოვრონ თავიანთი კანონებით, რომელსაც მათ მიერ არჩეული პარლამენტი მიიღებს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner