გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის „ბრექსითის“ შემდგომ პერიოდის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.
მანამდე, შეთანხმებას მხარი 521-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 73 დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა.
„ამ შეთანხმების ხელმოწერით ბრიტანელი ხალხის სუვერენულ სურვილს ვასრულებთ, იცხოვრონ თავიანთი კანონებით, რომელსაც მათ მიერ არჩეული პარლამენტი მიიღებს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.