ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში სულხან მოლაშვილის წამებასა და გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრობს. ნიკოლეიშვილის განცხადებით, მოლაშვილის გარდაცვალება C ჰეპატიტის გართულებამ გამოიწვია, რომლითაც ის ციხეში დაავადდა.
„მოლაშვილს, გარდა ფიზიკური ზემოქმედებისა, გამოვლილი ჰქონდა ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური წამება. საოცრად დათრგუნვილი იყო ეს ადამიანი. ბოლომდე ყველაფრის თქმის ეშინოდა კიდეც. ბევრი რამის გახსენება არ სურდა. C ჰეპატიტით ის ციხეში დაავადდა და მისმა გართულებამ გამოიწვია ფატალური შედეგი", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.