logo_geo
eng_logo
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო
- +

30 დეკემბერი. 2020. 23:03

 

 

 

საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.საკვები პროდუქტები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4300-მდე აღსაზრდელს გადაეცემა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, N10 საბავშვო ბაღში პროდუქტების გაცემის პროცესს მონიტორინგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა გაუწიეს.

 

,,ვაგრძელებთ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგებას, 4000-ზე მეტი აღსაზრდელი მიიღებს კუთვნილ პროდუქტს. ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელსა და მათ მშობლებს ვულოცავ შობა-ახალ წელს და ბედნიერ 2021 წელს ვუსურვებ“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

 

ნინო ვიბლიანის თქმით, ნობათი, რომელიც რიგდება ბავშვებსა და მათ ოჯახებს საახალწლოდ წაადგებათ.

 

,,ვინაიდან პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვების შესაბამისად ბავშვები ვერ ახერხებენ ბაღში სიარულს, რეგიონში არსებულმა მუნიციპალიტეტებმა მიიღეს გადაწყვეტილება კვებისთვის გამოყოფილი თანხით მომხდარიყო პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა. ეს ნობათი ბავშვებს და მათ ოჯახებს საახალწლოდ ნამდვილად წაადგებათ. მხოლოდ ზუგდიდში 4300 მდე აღსაზრდელის ოჯახი მიიღებს ამ დახმარებას, გარდა ამისა ჩვენ ვეხმარებით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებსაც ეს დახმარება ძალიან სჭირდებათ. ამ რთულ პერიოდში მოსახლეობისთვის სოციალური და ეკონომიკური დახმარების პროცესში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვნად ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე დონორი ორგანიზაციაბი, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო” - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ.

 

საახალწლოდ, მერიისგან 550 ბენეფიციარს გაეწევა დახმარება. აგრეთვე, ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით სასურსათო კალათები გადაეცა სხვადსხვა სოციალურ ჯგუფს გადაეცა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner