აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 3 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს კვლავ აკრიტიკებს. მისი ქმით, ეს არჩევნები თავისი დონით, მესამე მსოფლიოს ქვეყნების სტანდარტებსაც კი არ შეესაბამებოდა.
„ამ აბსურდს ვერ შევეგუებით. ეს ფალსიფიცირებული არჩევნები იყო. მესამე მსოფლიოს ქვეყნების სტანდარტებსაც კი არ შეესაბამება!“, - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“.