logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: არასდროს ჩაგვითვლია ძველი წელი ასეთ მძიმე წლად და არასდროს დავლოდებივართ ახალ წელს ასეთი იმედით
- +

31 დეკემბერი. 2020. 10:28

 

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ პანდემიის გამო კანცლერის თანამდებობაზე მისი ყოფნის უკანასკნელი წელი ყველაზე მძიმე წელი გახდა ბოლო 15 წლის მანძილზე.

 

„ცხრა თვეში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და მე კენჭს აღარ ვიყრი, ამიტომ დღეს უკანასკნელად მოგმართავთ წინასაახალწლოდ. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ბოლო 15 წლის მანძილზე არასდროს ჩაგვითვლია ძველი წელი ასეთ მძიმე წლად და არასდროს დავლოდებივართ ახალ წელს ასეთი იმედით,” - განაცხადა 66 წლის კანცლერმა.

 

მან კორონავირუსის გარშემო არსებული შეთქმულების თეორიები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ როგორც კი მისი ჯერი დადგება, ვაქცინას გაიკეთებს.

 

„შეთქმულების თეორიები არა მხოლოდ ყალბი და საშიში, არამედ ცინიკური და სასტიკია. ვაქცინაციასაც ვიკეთებ, როდესაც ჩემი ჯერი დადგება,“ - განაცხადა მერკელმა.

 

Reuters-ი წერს, რომ 2018 წელს ჩატარებულ რეგიონალურ არჩევნებში „კონსერვატორების“ მიერ განცდილმა მარცხმა ანგელა მერკელს უბიძგა, მეხუთე ვადით არჩევისთვის აღარ იბრძოლოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner