logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი ქაშვეთის ტაძრიდან გამოასვენეს
- +

5 ივლისი. 2016. 15:35


კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი ქაშვეთის ტაძრიდან გამოასვენეს.


პანაშვიდს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ესწრებოდა.


მოლაშვილის ოჯახის წევრებს ასევე მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერებმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და კახა კალაძემ. პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ მინისტრები და საქართველოს პარლამენტის წევრები.


სულხან მოლაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.


კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი 46 წლის ასაკში 29 ივნისს გარდაიცვალა.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner