logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: მოლაშვილის გარდაცვალება წამებით გამოწვეული დაავადების შედეგია
- +

5 ივლისი. 2016. 15:40


„ამ წამებით გამოწვეული დაავადების შედეგად დადგა მისი გარდაცვალება", - ამბობს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით.


ნანა კაკაბაძე იყო ერთ-ერთი, ვინც სულხან მოლაშვილი საპყრობილეში ყოფნისას პირველმა მოინახულა.


„სულხანი ამბობდა, „ბოლოს უკვე ტკივილის შეგრძნებაც დავკარგე და მხოლოდ საკუთარი ხორცის დაწვის სუნი მცემდაო". მას ფიზიკური ზეწოლის სხვა ნიშნებიც აღენიშნებოდა სხეულზე. ჰქონდა იარები ფეხებზე, რომელიც იყო ბლაგვი საგნით მიყენებული და ასევე იმისგან გამოწვეული, რომ მას ფეხზე ზევიდან ახტებოდნენ", - ამბობს ნანა კაკაბაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner