„შევდივარ მე-7 საპყრობილეში და ვნახულობ „ნახევარ" სულხანს, ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით „ნახევარი", - ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ფირზე ასახა. იგი მიიჩნევს, რომ გამოძიების მაშინდელი ვერსია მცდარი იყო, რადგან ზურგზე დაზიანებებს მოლაშვილი ვერ მიიყენებდა.
„მე ვნახე დაზიანებები სხეულზე, ეს იყო მრგვალი ფორმის დაზიანებები ზურგზე, ახალი ნაწიბურები, ქვემო კიდურებზე, ტერფის ზურგებზე აღენიშნებოდა ასევე დაზიანებები. ეს დაზიანებები შესაძლებელია წარმოქმნილიყვნენ იმ დროსა და იმ პირობებში, რომელზეც სულხან მოლაშვილი მიამბობდა. იმ დაზიანებებიდან, რაც აღენიშნებოდა, რამდენიმეს მიყენებას საკუთარი ხელით, კატეგორიულად გამოვრიცხავ", - ამბობს მაია ნიკოლეიშვილი.