logo_geo
eng_logo
სამუშაო შეხვედრა თემაზე „დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის საკუთრებაში გადაცემა“
- +

5 ივლისი. 2016. 15:43


სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-ში  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის საკუთრებაში გადაცემა".




სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დევნილთა სფეროში მომუშავე ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს,  სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა", სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს", თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა.




სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე ორგანიზაციების მიერ განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: დევნილთა განსახლების ობიექტზე არსებული საერთო სარგებლობის ფართების - სხვენების, სარდაფების, კიბის უჯრედების და კორიდორების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისათვის კერძო საკუთრებაში გადაცემა; წითელი ხაზების დადგენა; წითელ ხაზებში არსებული მიწის ნაკვეთის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისათვის კერძო საკუთრებაში გადაცემა.




სამუშაო შეხვედრის მიზანია სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გზით დევნილი და მასპინძელი თემის წარმომადგენლების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner