თურქეთში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 17 პირი დააკავეს.
თავდასხმასთან შესაძლო კავშირებისთვის ამ დროისთვის 30 ადამიანია დაკავებული.
გასულ კვირას თურქეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე თვითმკვლელები რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები იყვნენ.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, პირველადი მონაცემები მიუთითებს, რომ თავდასხმის უკან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" დგას.