logo_geo
eng_logo
მიხეილ ცაგარელი: 2021 წელი უკეთესი იქნება, ვიდრე 2020 წელი!
- +

1 იანვარი. 2021. 13:54

 

მიხეილ ცაგარელი: არ დაუშვათ შიში! გამორთეთ ტელევიზორები ან გადართეთ იმ არხებზე, სადაც ყოველდღე კუბოებს არ აჩვენებენ!

 

სულ ცოტაც და 2020 წელი ისტორიის საკუთრებად იქცევა, ვირთხა ესტაფეტას ხარს დაუთმობს, რომელიც თავის სიტყვას იტყვის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. რა გველის 2021 წელს? რას უნდა ველოდოთ პანდემიის ფონზე გლობალური კუთხით და როგორი იქნება ხარის წელიწადი პოლიტიკოსებისთვის? – ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი წლის მთავარ მოვლენებს აჯამებს და 2021 წლის პოლიტიკურ პროგნოზს აკეთებს.

 

– 2021 წლის დადგომას წინ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა უსწრებდა, რასაც ახალი ერის დასაწყისი ეწოდა. რა შეიცვალა 21 დეკემბერს სამყაროში?

 

– რატომღაც ადამიანებს ჰქონდათ წარმოდგენა, რომ 22 დეკემბერს უცებ სულ სხვა სამყაროში გაიღვიძებდნენ. ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში ხდება. რეალურად, სამყაროს თავისი კანონები და ინერციული ძალა აქვს. 21 დეკემბერს სტარტი აიღო გლობალურმა პროცესებმა, რასაც თანდათან, წლების მანძილზე ყოველდღიურად შევიგრძნობთ.

 

ალბათ, იკითხავთ, რატომ მაინცდამაინც 21 დეკემბერსო? ამ დროს მზე თავის წრიულ ციკლს ასრულებს და ყველაზე დაბალ წერტილშია. 25 დეკემბრიდან კი ახალი მზის დაბადება იწყება. ქართველები ძველად ახალი წლის დადგომას სპეციალური რიტუალებით სწორედ ამ დღეს ზეიმობდნენ. ეს არის ნათელი ენერგიების შემოსვლის დღე. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ 25 დეკემბერს დაიბადა იესო ქრისტე და კიდევ უამრავი დიდი სულიერი ოსტატი.

 

წელს 21 დეკემბერი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, მეტიც, შეიძლება ეპოქალურიც ვუწოდოთ, რადგან ორი დიდი პლანეტის – იუპიტერისა და სატურნის შეერთება მოხდა. სხვათაშორის, საუკუნეების წინათ ძალიან კარგად აღწერა ეს პროცესი შოთა რუსთაველმა თავის პოემაში, სადაც მუშტარი და ზუალი შეახვედრა ერთმანეთს. მუშტარი იუპიტერის სახელწოდება იყო, ზუალი – სატურნის. მაშინ ჩვენთან განსაკუთრებით ძლიერი გახლდათ სპარსული ასტროლოგია. ცის კაბადონზე ამ ორი დიდი პლანეტის შეერთება მოხდა იესოს დაბადების დღესაც, რამაც დიდი ნათება გამოიწვია და რის გამოც ამ ვარსკვლავს ბიბლიურსაც უწოდებენ. ზოგადად, ამ ორი პლანეტის შეერთება 20 წელიწადში ერთხელ ხდება.

 

– თუ ასეა, რატომ არის მნიშვნელოვანი და ეპოქალური მოვლენა?

 

– ბოლო ორასი წელი მათი შეერთება მიწის სტიქიის ნიშნებში – კუროში, ქალწულსა და თხის რქაში ხდებოდა, იქამდე სხვა სტიქიებში ერთდებოდა. იუპიტერისა და სატურნის შეერთება 800 წლის შემდეგ პირველად მოხდა ჰაერის სტიქიაში – მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, ამ პლანეტების შეერთებით მერწყულის ზონაში ჩვენ შევედით ახალ ერაში, რომელიც 2160 წელი გასტანს. სამყაროში სულ სხვა ღირებულებები წამოიწევს წინა პლანზე, ადამიანებში აღარ იქნება მიწისთვის დამახასიათებელი პრაგმატულობა და ფულისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება. მერწყული, პირველ რიგში, ცოდნასთან არის დაკავშირებული და არნახულად განვითარდება მეცნიერება. ამ ტენდენციებს უკვე ვგრძნობთ და აწი ნახეთ, როგორი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროგრესი. სასწაული ტემპით განვითარდება ბიო და ნანოტექოლოგიები, გეოინჟინერია და ა.შ.

 

21 დეკემბერს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა უკავშირდება – მოხდა დედამიწის გადატვირთვა და ადამიანის ცნობიერება, მისი ენერგეტიკული ველი მეხუთე განზომილებაში გადავიდა! ასეთი რამ სამყაროში რამდენიმე საუკუნეში ერთხელ ხდება. საბედნიეროდ, ჩვენ ამ ისტორიულ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება. კიდევ ერთხელ განვმარტავ – 21 დეკემბერს ვიბრაციული ზონა 20-30 ჰერციდან 40 ჰერცამდე გაიზარდა, ხოლო რაც უფრო შეშინებული, გაბოროტებული და დაბოღმილი იქნება ადამიანი, მისი ჰერცული მაჩვენებელიც მით უფრო დაბალი იქნება, ეს კი უსიამოვნებების, კონფლიქტებს, დაავადებებისა და ფატალური შედეგის მიზეზად შეიძლება იქცეს. დიახ, ვინც ივლის სიყვარულისა და კეთილშობილების გზით, უფრო მაღალ ჰერცს დააგროვებს და ბედნიერად იცხოვრებს. უფრო მარტივად და გასაგებად თუ ვიტყვი, ადამიანთა ცხოვრებაში ნათელი ენერგიების პერიოდი შემოდის!

 

– ეს პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ?

 

– ინდურ ფილოსოფიაში, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემ, არის სპეციალური სქემა – რამდენი საუკუნე სჭირდება, რომ გავიაროთ ესა თუ ის ზონა. მრავალი საუკუნის განმავლობაში სამყარო ბნელეთის ზონაში იმყოფებოდა, რასაც ინდოეთში კალიუგას უწოდებენ. ამიტომაც დაგვავიწყდა უფალი და ჩავეფლეთ მატერიალურ სამყაროში. 21 დეკემბერს ეს ეპოქა დასრულდა და სატიაიუგაში, ანუ ნათელი ენერგიების ზონაში გადავედით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნათელი ენერგია თანდათან მოიმატებს სამყაროში და ადამიანებს მეტეი შესაძლებლობა ექნებათ, უფალთან დაახლოვდნენ და ჭეშმარიტი სიყვარული შეიმეცნონ.

 

– საინტერესოა, ეს ყველაფერი პანდემიის პერიოდის რომ ემთხვევა...

 

– გაიხსენეთ, ნათელი ენერგიების შემოსვლა ბიბლიურად რასთან იყო დაკავშირებული? აპოკალიფსთან, ანუ 21 დეკემბერი შეიძლება, ერთგვარ აპოკალიფსად მივიჩნიოთ. ეს მაინცდამაინც ნგრევას არ ნიშნავს, აპოკალიფსი გახლავთ ადამიანის შინაგანი ბუნების, მისი ცნობიერების ტრანსფორმაცია, რასაც ჩვენ, ასტროლოგები, დედამიწის გადატვირთვას ვეძახით.

 

ნათელი ენერგიების შემოსვლასთან ერთად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბნელი ძალები ადვილად არ დათმობენ პოზიციებს და აუცილებლად მოიქნევენ კუდს. 2025 წლამდე აუცილებლად გვექნება სირთულეები. თავად ნახავთ, სულ მალე როგორი ბრძოლა გაიმართება გლობალისტებსა და ანტიგლობალისტებს შორის. ყველას რომ ჰგონია ტრამპი ბოლომდე დამარცხებულია, ასე არ არის...

 

– იმის თქმა გსურთ, რომ ბაიდენს ტყუილად ულოცავენ გაპრეზიდენტებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან?

 

– ეს არაფერს ნიშნავს, ბაიდენმა იზეიმოს, მისი ნებაა... სიურპრიზები წინ არის! რადგანაც იუპიტერი და სატურნი მერწყულის ზოდიაქოში გადავიდნენ, რომელსაც მოულოდნელობების მმართველი პლანეტა ურანი მართავს, მზად იყავით ყველა სახის სიურპრიზისთვის. იანვრის ბოლომდე ისეთი ამბები შეიძლება, მოხდეს შეერთებულ შტატებში, რომ ვერც კი წარმოიდგენთ, ყოველი შემთხვევისთვის ბრძოლა შავ და თეთრ ძალებს, გლობალისტებსა და ანტიგლობალისტებს შორის 2025 წლამდე გაგრძელდება. 2024-25 წლებში აშკარად დავინახავთ ბნელი ძალების მარცხს, მოგვეცემა ნორმალური ცხოვრების დაწყების საშუალება. გაუმჯობესდება ეკონომიკა. პანდემია, რომელიც გლობალისტების მიერ არის თავს მოხვეული, მოგვშორდება. დაგვიბრუნდება ერის, ეროვნული ფასეულობების ცნება და ა.შ. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ხალხს – სხვა განზომილებაში გადავედით და არ დაუშვათ შიში! გამორთეთ ტელევიზორები ან გადართეთ იმ არხებზე, სადაც ყოველდღე კუბოებს არ აჩვენებენ. იბრძოლეთ თქვენი სულის გადარჩენისთვის – რაც შეიძლება, მეტი პოზიტივი და კეთილშობილება, რომ ახალ განზომილებაში თქვენმა ვიბრაციებმა 40 ჰერცს მიაღწიოს! დღეს ეს არის სამყაროს აუცილებელი მოთხოვნა!

 

– და მაინც, რეალობა დამთრგუნველია: ყველა არხზე პანდემიაზე საუბრობენ, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა მონაცემებს ითვლიან...

 

– მთელი მსოფლიოს მასმედია, განსაკუთრებით, ტელემედია გლობალისტების ხელშია, რადგან ისინი მართავენ საბანკო სისტემას. კიდევ ერთხელ, ალბათ, უკვე მეათასედ ვამბობ, რომ პანდემია არის დიდი შეთქმულება კაცობრიობის წინაშე, რომელიც გლობალისტებმა – მასონურმა ჯგუფებმა ბილ გეითსისა და ილონ მასკის მონაწილეობით განახორციელეს. ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ბილ გეითსი ამბობს – სხვა გამოსავალი არ არის, გადარჩენის ერთადერთი შანსი ვაქცინააო. დიახ, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, საბოლოო მიზანი ვაქცინაციაა, რა დროსაც ადამიანის ორგანიზმში თხევად ჩიპს შეიყვანენ, რომელიც კონტაქტში იქნება ილონ მასკის ინფორმაციულ ბუდესთან. ირლანდიაში უკვე შეიქმნა კოვიდპასპორტი, სადაც წერია, თუ თქვენ არ იქნებით აცრილი, გეკრძალებათ მოგზაურობა, მაღაზიაში შესვლა, სამსახურში სიარული და ა.შ.

 

– ბატონო მიხეილ, არამარტო ექიმები ეთანხმებიან ვაქცინაციას, არამედ მოძღვარმა თეოდორე გიგნაძემაც გასულ კვირას ქადაგებისას განაცხადა – ხალხს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, რადგან მოვწამლეთ იმით, რომ კორონა არ არსებობს და რომ ეს ცრუ პანდემიააო...

 

– ამ კაცს ან არ ესმის, რა იმალება პანდემიის უკან, ან უბრალოდ, მათ სამსახურშია და მორჩა! რომის პაპიც, რომელმაც განაცხადა, პირველი გავიკეთებ ვაქცინასო, მაგათი წევრია! მამა თედორეს გასაგონად კიდევ ერთხელ ვიტყვი: კორონა არსებობს, ოღონდ ხელოვნურად არის შექმნილი და ამას თავისი სუბიექტური მიზეზები აქვს. მთელი ეს პროცესი გლობალისტების მიერ არის მართული. როცა მამა თეოდორე ამას გაიგებს, უკვე გვიანი იქნება. მერე იტყვის, ბოდიში მოვუხადოთ ცაგარელს, დროზე გვითხრა და ჩვენ ვერ მოვტვინეთო, მაგრამ უკვე თითზე კბენა გვიანი იქნება! არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ პანდემიასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი.

 

– კერძოდ?

 

– ვარაუდების დონეზე შეიძლება ითქვას, რომ მასონურმა ჯგუფებმა და ჩინეთის მთავრობამ საერთო ენა გამონახეს – ქალაქ უხანში, ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში, ერთობლივად განახორციელეს ის, რის შესახებაც ბილ გეითსი 2005 წლიდან საუბრობს. ჩინეთში, რომელიც მილიარდნახევრიანი ქვეყანა გახლავთ, სულ რაღაც 6400 ადამიანია კოვიდით გარდაცვლილი. არ არის საეჭვო ეს ფაქტი? ალბათ, იტყვიან, მოწესრიგებული ქვეყანაა, დროულად გამოიჩინეს ყურადღებაო. ორგანიზებულობითა და დისციპლინით მათზე ნაკლებია იაპონია და კორეა? მათაც მომენტალურად მიიღეს ზომები, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ათჯერ და ოცჯერ მაღალია, ვიდრე ჩინეთში. არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ, ვკითხულობ: ხომ არ იციან ჩინელებმა ისეთი რამ, რაც გახმაურებული არ არის? ერთადერთი ტრავმა დასვა მათი მისამართით შეკითხვები – ნუ მამაძაღლობთ, მალე გამოგააშკარავებთო, მაგრამ გლობალისტებმა რაც მოუწყვეს, კი დავინახეთ!

 

ფაქტი ერთია – ჩინეთი რამდენიმე წელია, ოფიციალურად აცხადებს, რომ 2040 წლისთვის წამყვანი ქვეყანა უნდა იყოს და მსოფლიო მართოს. დღეს იგი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ამ პროცესებით მოიგო – როცა ყველა სახელმწიფოს ეკონომიკა უკან წავიდა, ჩინეთის ეკონომიკა 22 პროცენტით გაიზარდა!!!

 

– გასულ წელს ზუსტად ამ დროს, როდესაც წლის შემაჯამებელი ინტერვიუ ჩავწერეთ, აღნიშნეთ – ვირთხის წელიწადი ბოლო 15 წელს შორის ყველაზე რთული იქნებაო... 2021 წელს, ხარის წელიწადში, რას უნდა ველოდოთ?

 

– აღმოსავლური ზოდიაქოს მიხედვით, ხარი ყველაზე სტაბილური ნიშანია – ორგანიზებულობის, დისციპლინის, შეუპოვრობის, მოთმინებისა და წესრიგის სიმბოლო. იგი მაქსიმალურად შეეცდება სიტუაციის დასტაბილურებას. მათ შორის, საუკეთესო წელიწადი იქნება ოჯახური ურთიერთობებისთვის, მაგრამ აქვს მინუსებიც – ჯიუტია და არ უყვარს კომპრომისებზე წასვლა. ამიტომ შესაძლოა საქმიანი მოლაპარაკებები რთულად წარიმართოს. ხარს არ ესმის იუმორი, ძალიან რაციონალურია, რამაც შესაძლოა კონფლიქტები გამოიწვიოს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ცუდი ნამდვილად არ ითქმის, მეტიც, 2021 წელი უკეთესი იქნება, ვიდრე 2020 წელი!

 

2020 წელს გვქონდა მზისა და მთვარის 6 დაბნელება, 2021 წელს კი 4 გვექნება, ანუ პრობლემური და პროვოკაციული სიტუაციები ნაკლებია. რაც შეეხება პანდემიას, მაისში შედარებით ჩაქრება, ცოტა ამოგვასუნთქებს, თუმცა, არ არის გამორიცხული, ზამთრის მოახლოებასთან ერთად ახალი შტამი ამუშავდეს.

 

– რაც შეეხება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს, ამ მხრივაც საკმაოდ დაძაბული იყო 2020 წელი...

 

– ბიძინა ივანიშვილს მიეცა შანსი, გამოასწოროს თავისი შეცდომები და ვიმედოვნებ, ამ შანსს გამოიყენებს. მისი ყველაზე დიდი შეცდომა კოჰაბიტაცია იყო. მესმის, არ უნდოდა ევროპას ეთქვა საქართველოში დემოკრატია შესუსტდაო, თავის და „ქართული ოცნების“ სახელს გაუფრთხილდა, მაგრამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. ასევე შეცდომა იქნა დაშვებული გავრილოვთან დაკავშირებითაც, რაც მშვენივრად გამოიყენა ოპოზიციამ და ივანიშვილი იძულებული გახდა, ერთპროცენტიანი ბარიერის შემოღება დაეშვა. ასეთი პრეცენდენტი მსოფლიოში არ არსებობს. ყველაფერ ცუდში რატომ უნდა ვიყოთ უნიკალურები? კიდევ კარგი, რომ ნაცმოძრაობამ და მისმა დანაყოფებმა თავად თქვეს უარი საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე და ამით ივანიშვილს შეცდომის გამოსწორების შანსი მიეცა. მათი პარლამენტში შეუსვლელობით არაფერი დაშავდება, პირიქით, მათ გარეშე უკეთესად იმუშავებს საკანონმდებლო ორგანო. ერთადერთი ალეკო ელისაშვილი აღმოჩნდა გამონაკლისი, რომელმაც შედარებით საღად შეაფასა მოვლენები. ჩემო კარგებო, ნაციონალური და ევროპული საქართველოს ლიდერებო, როდესაც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობთ, არ გრცხვენიათ? სინდისი სულ დაკარგეთ? დაგავიწყდათ, ჭიაბერაშვილმა როგორი არჩევნები ჩაატარა? გაყალბება თქვენ დროს ხდებოდა თუ ხდებოდა, დღეს მსოფლიომ აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა. ასე რომ, დაოკდით!

 

2021 წელი ივანიშვილისთვის კარგი წელიწადი იქნება, გამარჯვების პლანეტა სატურნთან ერთად მის ზოდიაქოს ნიშანში – მერწყულში შევიდა და მთელი წელი იქ იქნება. კოსმოსი მას წყალობს და აძლევს შეცდომების გამოსწორების საშუალებას, თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამს, ადვილად მიაღწევს წარმატებას! ასეთი კარგი წელი მას შეიძლება, კარგა ხანი არ ჰქონდეს, ყოველი შემთხვევისთვის – 2024-25 წლამდე.

 

– სხვა პოლიტიკურ ლიდერებზე რას იტყვით?

 

– 2021 წელი წარმატებების კუთხით სტაბილური იქნება გიორგი გახარიასთვის, კახი კალაძისა და კახი კახიშვილისთვის, მათთვის ძალიან კარგია 2022 წელი, თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ახლა. გიორგი გახარიას ვურჩევ, უფრო მკაცრი და მტკიცე იყოს ოპოზიციის მიმართ. კარგად უნდა დაფიქრდეს მინისტრებთან მიმართებაშიც. შემდგომი წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია სწორად შერჩეული კადრები და მინისტრთა აქტიურობა. ეს წელი ძალიან კარგი იქნება თეა წულუკიანისთვის, მფარველი ანგელოზი მის ზოდიაქოს ნიშანს გადის და გაცილებით ადვილად მიაღწევს წარმატებებს, თუ რა თქმა უნდა, იაქტიურებს. ერთი სიტყვით, სერიოზული მოულოდნელობებისა და ცვლილებების წელი იქნება! იმედია, სამყარო თავის ნათელ მხარეებსაც მალე გამოგვიჩენს და გაგვაბედნიერებს!

 

ნატო ფოცხიშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner