logo_geo
eng_logo
მთვარისა ნავერიანი: შენ ნაძირალა, შენმა სანაქებო „ნაცებმა“ სხვის შვილებს რომ მამები მიუსვენა სახლში, ისინი ბავშვები არ იყვნენ?!
- +

1 იანვარი. 2021. 13:27

 

 

გასულ კვირას საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა ნიკა გვარამია, ოღონდ არა როგორც ბრალდებული. მას შემდეგ, რაც იგი ამერიკის ელჩს დაესხა თავს, ხელისუფლებასაც დასდო ბრალი – მითვალთვალებენ და ჩემი ოჯახი საფრთხის ქვეშ არისო. დაზარალებული მთვარისა ნავერიანი, რომელიც გვარამიას „კაიკაცობის“ ცოცხალი მოწმეა, „მთავარი არხის“ მამამთავრის ამ გამოსვლას მორიგ ტრიუკს უწოდებს, საზოგადოებას თავისი ცემის ფაქტს შეახსენებს და ხელისუფლებას ერთადერთი შეკითხვით მიმართავს:

 

– ახია – იმის ნაცვლად, რომ გვარამია დაესაჯათ, ეს მხდალი არარაობა იქით ბობოქრობს. იქნებ იმიტომაც უთვალთვალებენ, რომ ვინმეს ყელში არ ამოუვიდეს ამ სიძულვილით სავსე უგვანი არსების ზღვარგადასული თავხედობა და მართლა არ მოკლას? იმდენი სიბოროტე აქვს ჩადენილი, სრულიად ადვილი შესაძლებელია, მისგან გამწარებულმა ადამიანმა კონტროლი დაკარგოს და სამაგიეროდ გადაუხადოს. გრანდიოზული დაცვით რომ არ დადიოდეს, ალბათ, აქამდეც თვალის დაუხამხამებლად მიახრჩობდნენ!

 

– მხოლოდ მე არა, ჩემს ოჯახს, შვილებს ეხებიანო...

 

– მისი შვილები შვილები არიან და მე ადამიანი არ ვიყავი, ახალგარდაცვლილ დედას რომ მიგინებდა! ამხელა ქალი საჯაროდ რომ მაბურთავა? იმ შვილებს, დღეს რომ სპეკულირებს, თავისი მყრალი პირით და უზნეო საქციელებით თვითონ უქმნის საფრთხეს. იმკის იმას, რასაც იმსახურებს. კიდევ ერთხელ ვამბობ – რადგანაც „ქართული ოცნება“ ამ ნაძირალას თავზე ხელს უსვამს, არ გამიკვირდება, თვითონ ადამიანებმა იძიონ შური. დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოსთხოვენ პასუხს იმაზე, რა საზიზღრობებიც აკეთა წლების განმავლობაში.

 

– მიუხედავად იმის მწვავე გამოსვლებისა, ფიქრობთ, რომ „ოცნება“ გვარამიას თავზე ხელს უსვამს?

 

– ჩემი ცემის ფაქტზე ადმინისტრაციული სასჯელიც კი არ  შეუფარდეს, მეტიც, დაზარალებულად მცნეს და დამზარალებელი, თავდამსხმელი დაკითხულიც არ არის! არც სახალხო დამცველს დასცდენია სიტყვა. ნინო ლომჯარია მხოლოდ მაშინ იღებს ხმას, როცა საფრთხე ნაცმოძრაობასა და ე.წ. ლიბერალებს ემუქრება!

 

– თქვენს საქმეზე სთხოვეთ დახმარება სახალხო დამცველს?

 

– დიახ, მივმართე და საინტერესო პასუხიც მივიღე – თუ გვარამიას მხრიდან კიდევ ექნება ადგილი ასეთ ფაქტს, მოგვმართეთო. თითქოს ცოლ-ქმარი ვითომ და ყოველდღიურად მქონდეს ამ არარაობასთან შეხება. რადგანაც სახალხო დამცველი დუმს, ძალოვან უწყებას კი ჩემს საქმეზე დღემდე არ დაუკითხავს ნიკა გვარამია, ერთადერთი გზა მრჩება – განცხადება შევიტანო პროკურატურაში საბოლოო პასუხის მისაღებად, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოს მივმართო. დიახ, ვაპირებ პროკურატურას ვუჩივლო, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელსაც ორი წლის განმავლობაში არ დაუკითხავს დამნაშავე პირი და პროცესუალურ ნორმებს არღვევს. საკმაოდ კარგად ვიცი კანონები, მაქვს ჟურნალისტური გამოცდილება და იურიდიული განათლება. ადვოკატიც რომ არ მყავდეს, საკუთარი ძალებით შევძლებ თავის დაცვას. არც ისეთი ხელწამოსაკრავი ვარ, როგორც გვარამიას გონია, ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არ იყოს და დამნაშავემ პასუხი აგოს!

 

– როგორ ფიქრობთ, რატომ არიდებს თავს „ოცნების“ ხელისუფლება გვარამიასთვის პასუხის მოთხოვნას?

 

– გეტყვით იმას, რასაც აქამდე არ ვამბობდი. საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც „ოცნების“ წარმომადგენლებს ჩემს საკითხთან დაკავშირებით შევხვდი, მამუკა მდინარაძემ პირდაპირ მითხრა – გვარამიას ხელს ვერ ვახლებთ, მის უკან ჟურნალისტების გუნდია და სერიოზულ კამპანიას ააგორებენო.

 

– თქვენი პასუხი რა იყო?

 

– გაოცებულმა ვკითხე – რის სანაცვლოდ და საფასურად არ ახლებთ ხელს-მეთქი? – მაგრამ პასუხი აღარ გაუციათ, მათ ეშინოდათ გვარამიასი. ფაქტია, რომ დღესაც ვერაფერს უბედავენ. ამიტომაც არის გაყოყოჩებული, როგორ გგონიათ, რატომ მოირგო გვარამიამ ტანჯულის როლი მაინცდამაინც დღეს?

 

– რატომ?

 

– უკადრებელი იკადრა – უცხო ქვეყნების ელჩებს მისდგა, ბოლომდე აიქაფა პირი. ახლა კი ამ გამოსვლით ამის გადაფარვას ცდილობს, მორიგი ტრიუკია საერთაშორისო ყურადღების მისაქცევად, რეალურად ხომ მშიშარა და მხდალია?!

 

– ამბობთ, „ოცნების“ ხელისუფლება თავზე ხელს უსვამსო, თუმცა, ამას ვერ ვიტყვით თეა წულუკიანზე, რომელმაც საკმაოდ მკაცრად უპასუხა გვარამიას განცხადების მუქარების თაობაზე...

 

– თეა წულუკიანმა ძალიან კარგად შეამკო, ჩემი სათქმელიც თქვა, მაგრამ, როდესაც ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებენ, ხელით გეხებიან, ახალგარდაცვლილ დედას უშვერი სიტყვებით გაგინებენ, მხოლოდ ცარიელი სიტყვები საკმარისი არ არის. ფხანა ქეცმაც იცის, მხოლოდ გულის მოფხანით ვერ დავკმაყოფილდები, სამართლებრივი შედეგი მინდა, დავინახო. როგორი სულიერი და ფიზიკური ტკივილიც მომაყენა, ისეთივე უნდა მიიღოს! მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის საშუალებით ვკითხო თეა წულუკიანს – იქნებ თქვენ მაინც მიპასუხოთ – რა ჩაისვარა ასეთი „ქართულმა ოცნებამ“ გვარამიასთან, რომ ჩემს საქმეს არ იძიებენ?!

 

– გვარამიასთვის აღარაფერი გაქვთ სათქმელი?

 

– გვარამია, შენ ნაძირალა, შენმა სანაქებო ნაციონალურმა ხელისუფლებამ სხვის შვილებს რომ მამები მიუსვენა სახლში, ისინი ბავშვები არ იყვნენ?! მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ადამიანი გაამწარე, შენნაირი ბოროტი მეორე არ მეგულება, რომ შენს უდანაშაულო ბავშვებზე და ოჯახზე შური იძიოს, აი, შენ კი ჯობს, სადმე არ დაამყარო, რადგან შეიძლება კონტროლი დავკარგო და მიგახრჩო! ფიზიკურად იმდენი მაინც შემიძლია, რომ სამუდამო იარა დაგასვა, რათა მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდეს ჩემი ხელი! მიდი ახლა და იწკმუტუნე! მავიწროებენ და მემუქრებიანო.

 

ნატო ფოცხიშვილი

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner