logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: თემურის წყობილებას მთელი 9 წლის განმავლობაში საქართველოსთვის სისხლისა და ცხედრების მეტი არაფერი მოუტანია!
- +

1 იანვარი. 2021. 12:31

 

 

 

როცა ბრინჯაოს ხანის ადამიანებმა სოციალური თვითორგანიზება მოახერხეს და გვაროვნული ნიშნით გაერთიანდნენ, ამას თემური წყობილება დაერქვა. გვაროვნული თემი, რომელიც სისხლით ნათესავთა გენეტიკურ ერთობას წარმოადგენდა და ათეულობით ოჯახისგან შედგებოდა, დროთა განმავლობაში ტერიტორიულ თემად გადაიქცა, საბოლოოდ კი სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად ჩამოყალიბდა. ამდენად, პირველყოფილი თემური წყობილება სახელმწიფო წყობილების უძველესი წინაპარია.

 

 

მართალია, დღეს პირველყოფილი თემური წყობილებისგან ათასწლეულები გვაშორებს, მაგრამ 21-ე საუკუნის საქართველო ძალიან ახლოს არის თემურის წყობილების დამყარებასთან, რისი ინიციატორიც საქართველოდან გაქცეული და უკრაინის მოქალაქედ ქცეული მიხეილ სააკაშვილის ბიძა, საბჭოთა კაგებეს მაღალჩინოსანი თემურ ალასანია გახლავთ.

 

 

თანამედროვე საქართველოში თემურის წყობილების დამყარებას ქართული ოპოზიციის ის ნაწილი გეგმავს, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

 

 

რადიკალური ოპოზიციის მიერ თემურის წყობილების დამყარება ე.წ. სახალხო პარლამენტის, ანუ პარალელური „სახელმწიფო სტრუქტურის“ შექმნას გულისხმობს, რის შესახებაც საზოგადოებას ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა და მისმა მარჯვენა ხელმა გიორგი გუგავამ ამცნეს.

 

 

კერძოდ, ნათელაშვილმა და გუგავამ განაცხადეს, რომ პარლამენტში არშესულ პარტიებს შორის უკვე დაწყებულია კონსულტაციები „სახალხო პარლამენტის“ ფორმირების შესახებ, რომელშიც სადეპუტატო მანდატის უარმყოფელი ოპოზიციონერები უნდა გაერთიანდნენ. ლეიბორისტი ლიდერების თქმით, „სახალხო პარლამენტის“ ფუნქცია ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მართვა და კოორდინაცია იქნება, რამაც საბოლოო ჯამში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა უნდა გამოიწვიოს.

 

 

– საჭიროა ოპოზიციის კონსოლიდაცია გარკვეულ სტრუქტურაში, რომელიც იქნება ჩვენი ხალხის აზრის წარმომადგენელი ქვეყნის შიდა და საგარეო ურთიერთობებში, – აცხადებს ნათელაშვილი, ხოლო გუგავა დასძენს, რომ „სახალხო პარლამენტმა“ ოპოზიცია ახალ არჩევნებამდე და „ოლიგარქიის დასასრულამდე“ უნდა მიიყვანოს.

 

 

ხელისუფლობანას თამაში და პარალელური „სახელმწიფო სტრუქტურების“ შექმნა ქვეყნისთვის რაოდენ სახიფათო და დამღუპველიც არის, ამის მაგალითი თუნდაც ჩვენს უახლოეს ისტორიაში გვაქვს, როცა ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირებულმა ძალებმა ე.წ. ეროვნული კონგრესი ჩამოაყალიბეს და „ალტერნატიული არჩევნები“ ჩაატარეს, რამაც საქართველო სისხლიან სამხედრო გადატრიალებამდე და ძმათამკვლელ ოამამდე მიიყვანა.

 

 

დღევანდელი ოპოზიციის მეცადინეობასაც ე.წ. სახალხო პარლამენტის სახით ალტერნატიული სახელმწიფო სტრუქტურა შექმნას, სწორედ პოტენციური სახელმწიფო გადატრიალებისა და გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაბრუნების ტონები დაჰკრავს, თუმცა, ეს მეტად სახიფათო ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივა ადგილობრივ ოპოზიციონერთა ცხელი ტვინების ნაჟური არ გახლავთ.

 

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თემურის წყობილების დამყარების, ანუ ალტერნატიული სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბების შხამიანი იდეა საქართველოს რადიკალურ ოპოზიციას სააკაშვილის ბიოლოგიურმა ბიძამ და პოლიტიკურმა ძიძამ  თემურ ალასანიამ ჩააწვეთა.

 

 

გაიხსენეთ ცოტა ხნის წინათ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც თემურ ალასანია ნაცმოძრაობის საარჩევნო სიის მე-16 ნომერს გუბაზ სანიკიძეს სახელმწიფო გადატრიალების სცენარს კარნახობს და სიტყვასიტყვით ეუბნება: „სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს, რომ ნაციონალური გადარჩენის, ეროვნული გადარჩენის მთავრობა იქმნება – პარალელური მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ხალხის წინაშე, მსოფლიოს წინაშე და იღებს ძალაუფლებას თავის ხელში. მიმართვა მსოფლიოს ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ არ გთხოვთ თქვენ მხარდაჭერას, უბრალოდ, გაცნობებთ, რომ საქართველოს სახალხო გადარჩენის კომიტეტმა ხელში აიღო სრული ძალაუფლება და დღეიდან პასუხს აგებს ქვეყნის ბედზე“.

 

 

ასე და ამრიგად, ალტერნატიული „სახელმწიფო სტრუქტურების“ შექმნის მსახვრალი იდეა თემურ ალასანიას ეკუთვნის და ნაცმოძრაობის ლოკომოტივს ჩაბმული ოპოზიციაც თემურის წყობილების დამყარებას ცდილობს.

 

 

ქართველმა ოპოზიციონერებმა, რომლებიც „სახალხო პარლამენტის“ შექმნას აწვებიან, ბუნებრივია, კარგად იციან, რომ ცეცხლს ეთამაშებიან და ქართულ სახელმწიფოს მომაკვდინებელ სამსალას უმზადებენ, მაგრამ ამაზე სრულიად შეგნებულად მიდიან, რადგან ძალაუფლების ხელში ჩაგდების ცხოველური ჟინი მათში საღ აზრსა და ქვეყნის მომავალზე ფიქრს ზუსტად იმას უშვრება, რასაც სააკაშვილის რეჟიმის ყავარჯნიანი ჯალათი თემურ უბირია უშვრებოდა ოდიშის ტყეში მაგიდაზე თოკით დაბმულ ქართველ მამაკაცებს.

 

 

თუ ჩვენ ხელისუფლებაში არ ვიქნებით, საქართველოში ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა! – ასეთია სააკაშვილისა და მისი ბიძის თემურ ალასანიას განწყობა, რომელიც ქართული ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილზე ვრცელდება და ისინი ქვეყანაში თემურის წყობილების დამყარებას ლამობენ.

 

 

თემურის წყობილება კი რასაც ნიშნავს, ეს საქართველოს მოსახლეობამ იმ პერიოდიდან იცის, როცა საბჭოთა კაგებეს მაღალჩინოსანი თემურ ალასანია სააკაშვილის მთავრობის სხდომებსაც კი ესწრებოდა ისე, რომ არავითარი ოფიციალური სტატუსი არ გააჩნდა.

 

 

თემურის წყობილებას მთელი 9 წლის განმავლობაში საქართველოსთვის სისხლისა და ცხედრების მეტი არაფერი მოუტანია!

 

 

თემურის წყობილებისთვის ადამიანის ღირსებასა და სიცოცხლეს ჩალის ფასი ჰქონდა, რადგან თემური და მისი დისშვილი ქართველებს ადამიანებად არ თვლიდნენ, რაც ასევე დადასტურებულია ფარული აუდიოჩანაწერით, რომელშიც თემური თავის დისშვილს ეუბნება: „ეს არის, ავადმყოფი ერია, რა. სანამ არ დააჯ...ამ (ცენზურა ყველგან ჩვენია. რედ) თავზე და სანამ დედას არ მოუტ...ამ, ვერ იგებენ ვერაფერს. მაგათი დედა მოვ...ან მე, ქართველების „პროსტა“, ქართველების დედა მოვტ... „პროსტა“, ვინ არიან ესენი, ტო, ეს ავადმყოფი ერი ვინ არი“. საინტერესოა, ოპოზიცია, რომელიც თემურის წყობილების დამყარებას აპირებს, „სახალხო პარლამენტში“ რომელ „ხალხს“ გულისხმობს, რომელსაც თემურ ალასანია ავადმყოფს უწოდებს, დედას აგინებს და თავზე აჯ...ამს?!

 

 

ამ კითხვაზე პასუხი სააკაშვილისა და თემურ ალასანიას ბოდვებს აყოლილმა ოპოზიციამ გასცეს, ჩვენ კი ზუსტად ვიცით პასუხი კითხვაზე – რას მოუტანს საქართველოს თემურის წყობილების დამყარება!

 

 

თემურის წყობილების დამყარება საქართველოს კვლავ უხვად მოუტანს სისხლსა და ცხედრებს!

 

თემურის წყობილების დამყარება საქართველოს ახალ ძმათამკვლელ ომში გახვევს!

 

საქართველოში თემურის წყობილება არ უნდა დამყარდეს!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner