მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო „ნაცმოძრაობის“ ლიდერშიფს – „ნაცმოძრაობის“ კონსულტანტს“ მიხეილ სააკაშვილს, „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ნიკანორ მელიას, გრიგოლ ვაშაძეს, ზაალ უდუმაშვილს, თინათინ ბოკუჩავას და სხვებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობის“ 36-კაციანი დეპუტაცია პარლამენტში არ შეშავებულიყო, რითაც ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს ჩვენს ნერვულ სისტემას.
ასევ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძეს, გიგი უგულავას, გიორგი ვაშაძეს, ელენე ხოშტარიას, თაკო ჩარკვიანს, შალვა ნათელაშვილს, რომლებმაც მთელი ენერგია იქითკენ მიმართეს, რომ როგორმე გამოესწორებინათ თავიანთი მხარდამჭერების უხეში შეცდომა და მათ მიერ არჩეული დეპუტატები პარლამენტს გარეთ დაეტოვებინათ.
ცამდე მართლები არიან ოპოზიციის ლიდერები – რა უნდათ ოპოზიციის დეპუტატებს პარლამენტში – მათი უმრავლესობის ადგილი ქუჩაში, ციხეში ან მონასტერშია, რომ ბნელ სენაკებში დილიდან დილამდე ილოცონ და ღმერთს ცოდვების პატიება შესთხოვონ.
პოზიციის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ნამდვილი პატრიოტები არიან, რომლებიც ისეთ დიდ პატივს სცემენ თავიანთ ქვეყანას, რომ საკუთარ თავს უფლება არ მისცეს, თავიანთი უბადრუკი არსებობით, თავიანთი დანაგვიანებული ბიოველით ქვეყნის წმინდათაწმინდა ადგილი, პარლამენტი, დაებინძურებინათ და წაებილწათ.
როგორი თვითკრიტიკული დამოკიდებულებაა საკუთარი თავისადმი!
როგორი ზუსტი შეფასებაა საკუთარი პერსონისა!
როგორი თვითგვემაა!
როგორი სტოიციზმია!
მალადეც! ცავატანემ! საღოლ!
ერთმანეთს ბოლომდე არ ენდნენ და ვინმეს ფეხი არ შეუცხადეს პარლამენტშიო და ნებსით თუ უნებლიეთ, სამშობლოს არ უღალატოსო, მემორანდუმი გააფორმეს და ხელი მოაწერეს – ვინც პარლამენტში შევიდეს, დედა შეერთოს ცოლადაო.
არა, ეს ბოლო წინადადება მემორანდუმში არ ჩაუწერიათ, მაგრამ ჩაწერა რად უნდოდა – ეს ისედაც იგულისხმება.
მართალია, მსგავს შეთანხმებას „ნაცმოძრაობის“ სექსუალურ-ეროტიკული ხასიათის სანოტარო კანტორაში - „ნიკა მამიდას ბორდელი“ უკვე რამდენჯერმე მოაწერეს ხელი, მაგრამ კიდევ ერთი დამატებითი ხელმოწერა სულაც არ უნდა იყოს ზედმეტი.
ძალიან ნამუსიანი ხალხია ეს ოპოზიციონერები.
ნახეთ, როგორ კატეგორიულად ამბობენ, როგორი პირდაპირობით აცხადებენ: არჩევნები გაყალბდაო.
– არა, როგორ გეკადრებათ, არჩევნები არ გაყალბებულა, თქვენ პატიოსნად და დამსახურებულად მოიპოვეთ მანდატები. თუ გინდათ, ხელახლა გადავთვალოთ უბნები და ნახავთ, რომ ყველაფერი წესიერად და კეთილსინდისიერად გაკეთდაო, – ეუბნებიან ელჩები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მაგრამ ამათ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს, – გაყალბებულია არჩევნები, ამას წყალი არ გაუვა, გაყალბებულია, თორემ „ნაცმოძრაობა“ ხმების 27%-ს როგორ მიიღებდა, ან ბოკერია-უგულავა-ბაქრაძეს, ან „გირჩს“ და „ლელოს“ საიდან მოუგროვდა ამდენი ამომრჩეველი? უკადრებელს ვერ ვიკადრებთ და გაყალბებული შედეგებით პარლამენტში ვერ შევალთ. კი, საწყენია, რომ ერთპარტიული პარლამენტი მივიღეთ, ჩვენც ძალიან განვიცდით ამ ამბავს, მაგრამ, სჯობს, პარლამენტში ერთი პარტია იჯდეს, ვიდრე ცხრა, საიდანაც რვა პარლამენტში გაყალბებული ხმებით მოხვდაო.
მოკლედ, რომ ვთქვათ, რამდენიმე სულმოკლე სუბიექტის გამოკლებით, მაღალზნეობრივი და სპეტაკი ადამიანებითაა დაკომპლექტებული ეს ოპოზიცია...
რაღაცნაირად უკუღმართად დაწერილი წერილი გამომივიდა, სადაც ყველაფერი უკუღმა უნდა წაიკითხო და უკუღმა უნდა გაიგო.
როგორც ჩანს, ამ უკუღმა დატრიალებულ წუთისოფელში წაღმ წერას გადავეჩვიე და უნდა მაპატიოთ, ძვირფასო მეგობრებო!