logo_geo
eng_logo
10 საინტერესო ფაქტი შობა-ახალი წლის შესახებ
- +

1 იანვარი. 2021. 18:30

 

 

  1. აშშ-ში მეცნიერებმა გამოიანგარიშეს, რომ სანტა კლაუსი წამში 822 სახლს უნდა ესტუმროს, რათა მსოფლიოში ყველა ოჯახი დაასაჩუქროს.

 

  1. ნაძვის ხის სათამაშოებით გაფორმების ტრადიცია სავარაუდოდ დრუიდებისგან მოდის. მათ სჯეროდათ, რომ ხე იყო ცხოვრებაში ყველაფერი დადებითისა და კარგის მომცემი.

 

  1. ყოველწლიურად ევროპაში დაახლოებით 60 მილიონი ნაძვის ხე იზრდება სპეციალურად ახალი წლისთვის.

 

  1. მსოფლიოში ყველაზე მაღალი საახალწლო ნაძვის ხე 1950 წელს ვაშინგტონის სავაჭრო ცენტრში იდგა (სიმაღლე - 67 მეტრი)

 

  1. ცნობილი სიმღერა „Jingle Bells“-ის თავდაპირველი სახელწოდება „One Horse Open Sleigh“ და ეძღვნებოდა არა შობა-ახალ წელს, არამედ მადლიერების დღესასწაულს.

 

  1. 1999 წელს მენის (ამერიკის შეერთებული შტატების შტატი) მცხოვრებლებმა გააკეთეს მსოფლიოში ყველაზე დიდი თოვლის ბაბუა, რომლის სიმაღლეც 35 მეტრს აღწევდა.

 

  1. სანტა კლაუსს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ - Kriss Kringle (გერმანია), Le Befana (იტალია), Pere Noel (საფრანგეთი)

 

  1. ელექტრონული ნათურები, რომელითაც ნაძვის ხეს ვამშვენებთ, ამერიკელმა ედუარდ ჯონსონმა გამოიგონა 1882 წელს.

 

  1. ყველაზე მაღალბიუჯეტიანი საახალწლო ფილმი გახლავთ „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“.

 

  1. ჩეხეთში უცნაური საშობაო ტრადიცია აქვთ: ვახშმად მიირთმევენ თევზის სუპს, კვერცხსა და კობრს, ხოლო სუფრასთან ადამიანების რაოდენობა აუცილებლად უნდა იყოს ლუწი. ადამიანი, რომელსაც პარტნიორი არ ეყოლება, მომავალ წელს მოკვდება.

 

წყარო: agora.ge

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner