logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: ოღონდ თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ და ქვეყნის ამოწყვეტა გაქვთ გადაწყვეტილი?
- +

1 იანვარი. 2021. 15:42

 

„ოღონდ თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ და ქვეყნის ამოწყვეტა გაქვთ გადაწყვეტილი?“, - წერს „საერთო გაზეთში“ ჟურნალისტი ვახტანგ ხარჩილავა იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით, რომლებმაც განცხადებები გააკეთეს ე.წ. მშვიოდბიან რევოლუციასთან დაკავშირებით.

 

„რას ნიშნავს ეს „მშვიდობიანი რევოლუცია“, გასულ კვირას შალვას ფანჩატურიდან გამოსული „რევოლუციონერი“ პოლიტიკოსები სხაპასხუპით რომ აანონსებდნენ?

 

– რას ნიშნავს და, ქუჩაში გასვლას და მოქალაქეთა მშვიდობიან პროტესტს, დემონსტრაციებს, მანიფესტაციებს, მიტინგებს, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, ახალი არჩევნები დანიშნოსო, – ასე განმარტავდნენ მშვიდობიანი რევოლუციის იდეას შალიკოს ფანჩატურში შეკრებილი სააკაშვილის მაყრიონის წევრები.

 

მივმართავ ამ პროვოკაციული და ავანტურისტული იდეის ავტორებს, ამ ე.წ. პოლიტიკოსებს: რა გინდათ თქვენ, მთელი საქართველოს ამოწყვეტა გინდათ? ასე დაგავალათ, ასეთი შეკვეთა მოგცათ თქვენმა პატრონმა? რა ხალხმრავალ მიტინგებზე და აქციებზე ლაპარაკობთ თქვენ, თქვენ ქვეყნის გამყიდველებო, ვერ ხედავთ, ქვეყანაში კორონაეპიდემია რომ მძვინვარებს? 9 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლის გამო 2000 ლარით აჯარიმებენ ადამიანებს, თქვენ კიდევ ათასობით და ათიათასობით ადამიანის ერთად შეკრებას აპირებთ, რომ ვირუსის გავრცელებამ ისეთი მასშტაბური ხასიათი მიიღოს, რომ მისი შეჩერება შეუძლებელი გახდეს.

 

ოღონდ თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ და ქვეყნის ამოწყვეტა გაქვთ გადაწყვეტილი?

 

მიმიფურთხებია თქვენი პოლიტიკისთვის და თქვენი პოლიტიკოსობისთვის, მიმიფურთხებია თქვენი ფსევდოპატრიოტობისთვის, მიმიფურთხებია თქვენი ფსევდოქართველობისთვის.

 

თუ ასე გააგრძელებთ, საქართველო აუცილებლად შეგაჩვენებთ და უკუნითი უკუნისამდე დაგწყევლით“, - წერს ხარჩილავა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner