logo_geo
eng_logo
მიხეილ ცაგარელი: „ნაცმოძრაობის“ და მისი დანაყოფების გარეშე პარლამენტი უკეთ იმუშავებს
- +

2 იანვარი. 2021. 01:33

 

 

„კიდევ კარგი, რომ ნაცმოძრაობამ და მისმა დანაყოფებმა თავად თქვეს უარი საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე და ამით ივანიშვილს შეცდომის გამოსწორების შანსი მიეცა. მათი პარლამენტში შეუსვლელობით არაფერი დაშავდება, პირიქით, მათ გარეშე უკეთესად იმუშავებს საკანონმდებლო ორგანო“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„ერთადერთი ალეკო ელისაშვილი აღმოჩნდა გამონაკლისი, რომელმაც შედარებით საღად შეაფასა მოვლენები. ჩემო კარგებო, ნაციონალური და ევროპული საქართველოს ლიდერებო, როდესაც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობთ, არ გრცხვენიათ? სინდისი სულ დაკარგეთ? დაგავიწყდათ, ჭიაბერაშვილმა როგორი არჩევნები ჩაატარა? გაყალბება თქვენ დროს ხდებოდა თუ ხდებოდა, დღეს მსოფლიომ აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა. ასე რომ, დაოკდით!

2021 წელი ივანიშვილისთვის კარგი წელიწადი იქნება, გამარჯვების პლანეტა სატურნთან ერთად მის ზოდიაქოს ნიშანში – მერწყულში შევიდა და მთელი წელი იქ იქნება. კოსმოსი მას წყალობს და აძლევს შეცდომების გამოსწორების საშუალებას, თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამს, ადვილად მიაღწევს წარმატებას! ასეთი კარგი წელი მას შეიძლება, კარგა ხანი არ ჰქონდეს, ყოველი შემთხვევისთვის – 2024-25 წლამდე“, -  განაცხადა ცაგარელმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner