logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს: ბოდიშს გიხდით ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს
- +

5 ივლისი. 2016. 16:27


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით საქართველოს საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მიმართულების პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა, რომელსაც 700-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.



გადავწყვიტე, რომ ყველას სათითაოდ მოგიხადოთ ბოდიში - მე პირადად, ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს. მე ამ წუთას პიროვნება არ ვარ, ეს არის თანამდებობა. ამ სკამს, რომელზეც მე ვზივარ, იმ სკამთან, რომელზეც თქვენ ზიხართ, ეკუთვნის დიდი, დიდი, დიდი ბოდიში" და ამ ბოდიშს მე გიხდით. ვაპირებ, დაინახოთ, ეს არ არის ერთხელ სათქმელი. სპეციალურად ვცადე, რომ დღეს გაშუქება, პრესა არ ყოფილიყო, რომ ამას ეპატაჟური შესახედაობა არ ჰქონოდა. რისთვის გიხდით ბოდიშს? - ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენ (ჩემნაირებს ვგულისხმობ) მოვახერხეთ მასწავლებლის დისკრედიტაცია. მისი პრესტიჟის დაგდება, მშობლის, ბავშვის, ადმინისტრაციის, ფაქტობრივად ყველას წინაშე", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელსაც მასწავლებლებმა აღნიშნული სიტყვა ტაშით რამდეჯერმე შეაწყვეტინეს.



განათლების მინისტრმა პედაგოგებს პირობა მისცა, რომ ამას ერთად გამოასწორებს. მისივე თქმით, აპირებს და 2-3 წელიწადში ერთობლივი ძალისხმევით, „მასწავლებლის სახელი უნდა ქუხდეს ქვეყანაზე".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner