logo_geo
eng_logo
პანდემიის მიუხედავად, საფრანგეთში საახალწლო ღონისძიებაზე 2 500-მდე ადამიანი შეიკრიბა
- +

2 იანვარი. 2021. 12:55

 

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, საფრანგეთში, ბრეტანის რეგიონში, მუსიკალურ საახალწლო წვეულებაზე დასასწრებად, 2 500-მდე ადამიანი შეიკრიბა, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

„პოლიციის მანქანას ცეცხლი მოუკიდეს, სამი ავტომობილი დაზიანებულია, სამართალდამცველებს ბოთლები და ქვები დაუშინეს, რამაც მსუბუქი დაზიანებები გამოიწვია“ - აცხადებენ ოფიციალური უწყებები.

 

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებთან ერთად, შეკრებას სხვადასხვა რეგიონიდან და საზღვარგარეთიდან ჩასული ადამიანებიც ესწრებოდნენ.

 

საფრანგეთში 15 დეკემბრიდან, საღამოს 8-დან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს..

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner