logo_geo
eng_logo
მანჰეტენის უბანში მდებარე ბინაში გაერო-ს დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს
- +

2 იანვარი. 2021. 13:57

 

 

გაერო-ს დიპლომატი ნიუ-იორკის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს-  ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა წერს, 38 წლის ქალი მანჰეტენის უბანში მდებარე ბინის საძინებელში აღმოაჩინეს, რომელსაც კისერზე ქამარი ჰქონდა შემოხვეული. პოლიციელებმა ასევე აღმოაჩინეს ანტიდეპრესანტის ანოტაციები და ორი ბოთლი მელატონინი – ერთი ცარიელი და მეორე თითქმის ცარიელი.

 

მედიის ცნობით, გაერო-ს დიპლომატი ბინაში ორი წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა.

 

რომელი სახელმწიფოს მუდმივ წარმომადგენლობაში მუშაობდა გარდაცვლილი დიპლომატი ან რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner