logo_geo
eng_logo
შემოქმედის ეპარქიაში, დედათა მონასტერში ხანძრის შედეგად კელიები დაიწვა
- +

2 იანვარი. 2021. 15:58

 

 

შემოქმედის ეპარქიაში ხანძრის შედეგად კელიები დაიწვა.

 

ოზურგეთის რეზიდენციასთან არსებულ წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელ კომპლექსში ცეცხლი გამთენიისას გაჩნდა.

 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია რვა კელია.

 

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გაუმართავი ელექტროსადენების გამო გაჩნდა.

 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner