logo_geo
eng_logo
ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
- +

2 იანვარი. 2021. 17:03

 

 

ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

 

როგორც „გარდიანი“ იუწყება, ვირუსის ახალი შტამი 45 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან ვიეტნამში 22 დეკემბერს დაბრუნდა.

 

ავიარეისზე, რომლითაც ინფიცირებული სამშობლოში დაბრუნდა, სულ 305 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი იზოლაციაშია და ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გადის.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩენის შესახებ მეცნიერებმა დეკემბრის შუა რიცხვებში გამოაცხადეს. „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება, დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner