სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში უბედურ შემთხვევას 66 წლის კაცი ემსხვერპლა.
imedinews- ის ინფორმაციით, 66 წლის კაცი ვენახში საყარაულო კოშკურიდან გადმოვარდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმების გამო, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.