პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს, რომ გიგი წერეთლის ასარჩევად რუსეთის დელეგაციის მხარდაჭერაც არ აღმოჩნდა საკმარისი.
„არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე კრისტინა მუტონენი იქნა არჩეული. გიგი წერეთელმა ამ პოსტზე ასარჩევად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. როგორც აღმოჩნდა, მისი კანდიდატურისადმი ნდობის გამოცხადება, არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასაც უჭირს. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური კარიერა ქართველმა ხალხმა ქვეყნის შიგნით უკვე დაასრულა, ახლა ეს ეს პროცესი საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარეობს.
ვიცით, რომ გიგი წერეთლის არჩევას რუსეთის დელეგაციაც მხარს უჭერდა და საყურადღებოა, რომ ეს მხარდაჭერაც არ აღმოჩნდა საკმარისი მის ასარჩევად", - წერს ეკა ბესელია.