საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველამ, ვისაც სულხან მოლაშვილის წამებაში ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს კანონის მთელი სიმკაცრით.
„რურუას უთქვამს მგონი, სულხანი არ ყოფილა პოლიტპატიმარი, რადგან ის პოლიტიკოსი არ იყოო... ამაზე მეტი ცინიზმი რა გინდათ?! თუმცა, მგონი „მართალია" რურუა. აი, „ნამდვილი პოლიტიკოსი" არის მათი წერეთელი, რომელიც ყოველთვის, ყველა დროს, ყველასთან და ყველაფერთან იყო შერიგებული! კომუნისტური რეჟიმის დროს -სასათბურე პირობებში, შევარდნაძის დროს -დაწინაურებული, ნაცების დროს - თანამდებობას კიდევ უფრო კომფორტულად მორგებული, ჩვენს დროს ხომ, საქართველო აღარ ჰყოფნის ასპარეზად და ახლა 57 ქვეყნის უსაფრთხოებაზე „უნდა იზრუნოს" და თან, ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს თურმე, იმიტომ, რომ „კარგი პოლიტიკოსია"?!
.... დღეს სულხანს ვემშვიდობებით! კიდევ ერთხელ დავწერ - ის მკვდარიც ბევრ ცოცხალს აჯობებს!
... ყველამ, ვისაც მის წამებაში ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს კანონის მთელი სიმკაცრით, ეს ღირსების საქმეა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა!!!" - წერს მანანა კობახიძე „facebook"-გვერდზე.