logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ეს ღირსების საქმეა!
- +

5 ივლისი. 2016. 16:50


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველამ, ვისაც სულხან მოლაშვილის წამებაში ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს კანონის მთელი სიმკაცრით.


რურუას უთქვამს მგონი, სულხანი არ ყოფილა პოლიტპატიმარი, რადგან ის პოლიტიკოსი არ იყოო... ამაზე მეტი ცინიზმი რა გინდათ?! თუმცა, მგონი მართალია" რურუა. აი,ნამდვილი პოლიტიკოსი" არის მათი წერეთელი, რომელიც ყოველთვის, ყველა დროს, ყველასთან და ყველაფერთან იყო შერიგებული! კომუნისტური რეჟიმის დროს -სასათბურე პირობებში, შევარდნაძის დროს -დაწინაურებული, ნაცების დროს - თანამდებობას კიდევ უფრო კომფორტულად მორგებული, ჩვენ დროს ხომ, საქართველო აღარ ყოფნის ასპარეზად და ახლა 57 ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს" და თან, ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს თურმე, იმიტომ, რომ კარგი პოლიტიკოსია"?!

.... დღეს სულხანს ვემშვიდობებით! კიდევ ერთხელ დავწერ ის მკვდარიც ბევრ ცოცხალს აჯობებს!

... ყველა, ვისაც მის წამებაში ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს კანონის მთელი სიმკაცრით, ეს ღირსების საქმეა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა!!!" - წერს მანანა კობახიძე „facebook"-გვერდზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner