კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი ქაშვეთის ტაძრიდან გამოასვენეს.
პანაშვიდს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ესწრებოდა.
მოლაშვილის ოჯახის წევრებს ასევე მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერებმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და კახა კალაძემ. პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ მინისტრები და საქართველოს პარლამენტის წევრები.
სულხან მოლაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი 46 წლის ასაკში 29 ივნისს გარდაიცვალა.