logo_geo
eng_logo
მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 616 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

3 იანვარი. 2021. 10:52

 

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 616 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 10 ათასზე მეტი პაციენტი. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

 

ოფიციალური ცნობებით, მსოფლიოში აღრიცხული ვირუსის ახალი შემთხვევების 56%-ი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში დაფიქსირდა.

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით, პანდემიის პერიოდში ვირუსი სულ 84 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 1.8 მილიონზე მეტი.

 

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც კოვიდინფექცია 20 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner