logo_geo
eng_logo
ირანი გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაში აშშ-ის გარდა ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნაწილსაც ადანაშაულებს
- +

3 იანვარი. 2021. 12:11

 

 

 

 

ირანი გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაში აშშ-ის გარდა ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნაწილსაც ადანაშაულებს. „დოიჩე ველეს“ წერს, რომ ირანის სახელმწიფო მედიის მტკიცებით, გენერლის მკვლელობაში თავისი როლი გერმანიამ, ბრიტანეთმა, ერაყმა, სირიამ, ლიბანმა, იორდანიამ, კუვეიტმა და ყატარმა ითამაშეს.

 

„დეფა პრესის“ ინფორმაციით, სოლეიმანის მკვლელობის გამოძიების დასრულების შემდეგ, ჩამონათვალს კიდევ უფრო მეტი ქვეყანა დაემატება.

 

ირანის პროკურორმა, ალი ალქასიმერმა განაცხადა, რომ სოლეიმანის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ბრიტანულმა უსაფრთხოების კომპანიამ და გერმანიაში არსებულმა საჰაერო ბაზამ. ირანის მთავრობა ამტკიცებს, რომ აშშ-მა გენერალ, ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე რამშტეინის ავიაბაზა გამოიყენა.

 

ირანელი გენერალი 2020 წლის 3 იანვარს, ერაყში სტუმრობის დროს, აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის დაბომბვის შედეგად მოკლეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner