სულხან მოლაშვილი ქაშვეთის ეკლესიაში დაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
სულხან მოლაშვილი 29 ივნისს პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი წამების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.
შალვა შავგულიძე: „C ჰეპატიტის გართულება მას აღმოაჩნდა პატიმრობის ყოფნის პერიოდში. მე პირადად, როგორც მისმა ადვოკატმა, მივიტანე სისხლი ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც ჩავუტარეთ ანალიზი და სადაც ეს დიაგნოზი დადასტურდა და იმ დროს იუსტიციის სამინისტრომ მისწერა ევროპის სასამართლოს წერილი, რომ თითქოს ადვოკატმა შალვა შავგულიძემ გააყალბა და სხვა სისხლი ჩააბარა ანალიზისათვის".
თეა წულუკიანი: „სულხან მოლაშვილთან მიმართებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის სამართლიანობა აღდგენილი, რადგან ჩვენ მისი უფლებები სტრასბურგის სასამართლოს დონეზე მისივე სიცოცხლეში ვაღიარეთ და აღვადგინეთ. ახლა მთავარია, რომ ის მაღალჩინოსნები, რომლებსაც ის ხელს ადებდა, აღმოჩნდნენ ქართველი სამართალდამცავების ხელში".