logo_geo
eng_logo
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძრის სამი კერიდან ორი სრულად ლოკალიზებულია
- +

3 იანვარი. 2021. 14:21

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ცეცხლის სამი კერიდან ორი სრულად ლოკალიზებულია. სოფელ სქურსა და მედანში ცეცხლის ღია კერები გუშინ საღამოს საათებში გაჩნდა. სოფელ მედანში იყო საშიშროება ცეცხლი გავრცელებულიყო მოსახლეობაში, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, მეხანძრე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ხანძრის ადგილას და სრული ლოკალიზება დილის საათებში მოახერხეს.

 

ადგილზე მობილიზებული იყო როგორც მაშველთა ცოცხალი ძალა ასევე ორი ერთეული ტექნიკა. ცეცხლი ძირითადად ეკიდა ჩაის ძველ პლანტაციას და დამწვარია დაახლოებით 2ჰა ფართობი.

 

რაც შეეხება სოფელ სქურს, იქ ცეცხლი ფოთლოვან მასივს გაუჩნდა. მაშველების მიერ ერთი კერა უკვე ლოკალიზებულია, ხოლო მეორე კერა გეოგრაფიული რელიეფის გამო მიუვალია რის გამოც მაშველების ცოცხალი ძალა მუშაობს.

 

ხანძარი დაუსახლებელ პუნქტშია და მისი მოსახლეობაში გავრცელების საშიშროება არ არსებობს. სოფელ სქურში დაახლოებით ნახევარი ჰა ფართობია გადამწვარი. გავრცელებული ინფორმაციით ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner