რომის პაპმა ის ადამიანები გააკრიტიკა, ვინც შეზღუდვებისგან თავის დასაღწევად, სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან
-
+
3 იანვარი. 2021. 18:25
რომის პაპმა ფრანცისკემ გააკრიტიკა ის ადამიანები, რომელთაც, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებისგან თავის დასაღწევად, უცხო ქვეყნებში გამგზავრება და იქ დასვენება გადაწყვიტეს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„ისინი არ ფიქრობენ იმ ადამიანებზე, ვინც სახლში რჩებიან, ბევრი ადამიანის ეკონომიკურ პრობლემებზე, რომელთაც მძიმე დარტყმა მიადგათ, ავადმყოფ ადამიანებზე. ისინი მხოლოდ დასვენებასა და გართობაზე ფიქრობენ. ამან ძალიან დამამწუხრა“ - განაცხადა რომის პაპმა ვატიკანის აპოსტოლური სასახლის ბიბლიოთეკიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
წყარო :